top of page

FDA-მ დაჩქარებული წესით  დაამტკიცა მკურნალობა იმ პაციენტებისათვის, რომელთა სიმსივნესაც აქვს დამახასიათებელი გენეტიკური თავისებურება (ბიომარკერები). ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაცია ამტკიცებს კიბოს მკურნალობას, რომელიც  ემყარება სიმსივნის საერთო ბიომარკერს და არა ორგანიზმში სიმსივნის ლოკალიზაციას.

კიტრუდა (პემბროლიზუმაბი)  ნაჩვენებია არარეზექტაბელური ან მეტასტაზური ისეთი სოლიდური სიმსივნის მქონე ზრდასრული და პედიატრიული პაციენტებისათვის, რომელთა სიმსივნური ბიომარკერებია  MSI-H  (მაღალი მიკროსატელიტური არასტაბილურობა) ან  dMMR  (არასწორი რეპარაცია). ეს მაჩვენებლები მოიცავს  პაციენტებს,  რომელთაც აქვთ სოლიდური სიმსივნე, რომელიც, ჩატარებული  მკურნალობის მიუხედავად,  პროგრესირებს და არ არსებობს სხვა, დამაკმაყოფილებელი ალტერნატიული მკურნალობა. ასევე მოიცავს კოლორექტული კიბოს მქონე იმ პაციენტებს, რომელთა სიმსივნეც პროგრესირდა გარკვეული ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობის შემდეგ.

bottom of page