top of page

UCLA-ს ახალი კვლევა პირველია, რომელმაც დაადგინა პაციენტის და სიმსივნის ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებენ  სიმსივნის წარმატებული მოდელების შექმნას და განსაზღვრავენ, სარკომის რომელი ტიპი შეიძლება გაიზარდოს როგორც ქსენოგრაფტი. ეს კვლევა, რომელიც პირველი და ყველაზე ფართომაშტაბიანია სარკომის დროს პაციენტისგან მიღებული ორთოტოპიური ქსენოგრაფტის (PDOX) კვლევებს შორის, ექიმ-მკვლევარებს აძლევს ძალიან საჭირო გზამკვლევს სარკომის  პერსონალიზებული თერაპიისთვის ისე, რომ პაციენტი დაცული იყოს მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებების ან არაეფექტური მკურნალობის რისკისგან.  

bottom of page