top of page

მიკრობებს არამარტო დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, არამედ გავლენას ახდენენ მკურნალობის გამოსავალზეც.

მეცნიერებმა პანკრეასის სიმსივნეებში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ფართოდ გამოყენებად  მედიკამენტების მეტაბოლიზმს ახდენს.
,ჟურნალში Science გამოქვეყნდა კვლევა, სადაც მეცნიერები აღწერენ  პანკრეასის სიმსივნეებში ნანახ გარკვეულ ბაქტერიას. კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ეს ბაქტერია შეიცავს ფერმენტს, რომელიც სხვადასხვა სიმსივნის (მათ შორის პანკრეასის კიბოს)  დროს გამოყენებული  პრეპარატების ინაქტივაციას იწვევს. თაგვის სიმსივნურ მოდელებზე მუშაობის შედეგად მეცნიერებმა გვიჩვენეს, რომ  ქიმიოთერაპიასთან ერთად ანტიბიოტიკების გამოყენება, შესაძლოა მნიშვნელოვნად აუმჯობესებდეს გამოსავალს.

bottom of page