top of page

FDA-მ გააფართოვა სტივარგას (რეგორაფინიბი) მოხმარების არეალი და მასში ჩართო ჰეპატოცელულარული კარცინომის (HCC ან ღვიძლის კიბო) მქონე ის პაციენტები, რომელთაც სორაფენიბით მკურნალობა  აქვთ ჩატარებული. ეს პირველი წამალია, რაც FDA-მ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ დაამტკიცა. სტივარგა კინაზას ინჰიბიტორია, რომლის მოქმედებაც იმ ფერმენტების ბლოკირებაში გამოიხატება, რომლებიც სიმსივნის ზრდას უწყობენ ხელს. მათ შორისაა სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორიც. სტივარგა ასევე დამტკიცებულია კოლორექტალური  და გასტროინტესტინური სტრომული კიბოსა სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის სხვა მეთოდები ეფექტურობას კარგავს.

bottom of page