top of page
სისტემური ანტიბიოტიკების გავლენა  Staphylococcus aureus-ის კოლონიზაციასა და კანის შებრუნებით ინფექციებზე

აშშ-ში კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებს (STTI) ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს პედიატრიული ჰოსპიტალიზაციის მიზეზებში და  ამ მიზეზით ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად 14 მილიონს აღემატება.

SSTI-ის ყველაზე ხშირი გამომწვევი  Staphylococcus aureus-ია. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების მიერ მოწოდებული გაიდლაინების მიხედვით,  S.aureus-ით გამოწვეული გაურთულებელი კანის აბსცესის შემთხვევაში ძირითადი მკურნალობის მეთოდად მიჩნეულია აბსცესის გაკვეთა და მისი დრენირება. ხოლო დაჩირქებული ცელულიტებისა და კანის აბსცესების დროს, სადაც ანტიბიოტიკი ამბულატორიულად იყო დანიშნული,  გაიდლაინით რეკომენდებულია ემპირიული მკურნალობა არა-ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით, მაგალითად კლინდამიცინით, ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლით, (TMP-SMX) ტეტრაციკლინით ან ლინეზოლიდით. სავარაუდოდ, სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება აბსცესების გახსნასა და დრენირებასთან ერთად, ამცირებს  Staphylococcus aureus-ის კოლონიზაციას და ინფექციის შებრუნების შემთხვევებს. კვლევის მიხედვით, პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ გაიდლაინით რეკომენდებულ ემპირიულ ანტიბიოტიკოთერაპიას დაჩირქებული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციისთვის, დაკვირვების შედეგად ნაკლები იყო  კოლონიზაცია და  ნაკლებად ვლინდებოდა რეცივიდები. Staphylococcus aureus-ის კოლონიზაციის ირადიკაციაში კლინდამიცინი ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა,  თუმცა იმის გასარკვევად თუ რით არის გამოწვეული კლინდამიცინის განსხვავებული ეფექტი ბაქტერიის კოლონიზაციასა და შებრუნებით ინფექციებზე შემდგომი კვლევავაა საჭირო.

bottom of page