top of page
Medtronic-ის ტვინის ღრმა სტიმულაციის სისტემა ეპილეფსიისთვის

მასალა მოამზადა რუსა ცქიტიშვილმა

 

ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) Medtronic-ის სისტემა ეპილეფსიისთვის წარმოადგენს აპარატს, რომელიც აწვდის  კონტროლირებად ელექტრულ იმპულსებს ტვინის იმ უბანს, რომელიც მონაწილეობს გულყრის წარმოქმნაში. სისტემა მოიცავს იმპულსის გენერატორს (IPG), რომელიც თავსდება კანქვეშ გულმკერდის ზედა ნაწილში და ორ განხრას, რომლებიც იმპლანტირდება ტვინში.  The Medtronic DBS System უზრუნველყოფს გულყრების სიხშირის შემცირებას პაციენტებში, რომელთაც აქვთ ხშირი, პარციული გულყრები და არ ექვემდებარებიან ანტიეპილეფსიური მედიკამენტური საშუალებებით მკურნალობას.

სისტემა გამოიყენება პაციენტებისთვის, რომელთაც საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში აღენიშნებათ 6 ან უფრო მეტი გულყრის ეპიზოდი და აგრეთვე გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში 18 და 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომელთაც აქვთ პარციული გულყრა მეორად გენერალიზებულ გულყრასთან ერთად, ან მის გარეშე და არ დაექვემდებარნენ სამ ან მეტ ანტიეპილეფსიური წამლით მკურნალობას.

DBS  სისტემის მქონე პაციენტებისთვის დაუშვებელია შემდეგი პროცედურების ჩატარება: მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია (TMS) და დიათერმული პროცედურები.

bottom of page