top of page
გრიპის ვირუსული ინფექციის დროს  IL-2 არეგულირებს T ფოლიკულურ მარეგულირებელ  უჯრედების პასუხს

ინტერლეიკინ 2 (IL-2) განაპირობებს Foxp3 მარეგულირებელი T (Treg) უჯრედების პასუხს, მაგრამ ამასთანავე აფერხებს T ფოლიკულურ ჰელპერული (TFH) უჯრედების  განვითარებას. უცნობია, თუ რა გზით მოქმედებს ინტერლეიკინ 2 T ფოლიკულურ მარეგულირებელ (TFR) უჯრედებზე, რომელთაც როგორც T მარეგულირებლის (Treg), ასევე T ფოლიკულურ ჰელპერული (TFR) უჯრედების დამახასიათებელი თვისებები აქვთ.

გრიპის მოდელზე ნანახი იქნა რომ ინფექციის პიკის დროს,  IL-2-ის მაღალი კონცენტრაცია ამცირებს T ფოლიკულურ მარეგულირებელი უჯრედების განვითარებას Blimp-1 დამოკიდებული მექანიზმით. თუმცა, იმუნური პასუხის დასრულების შემდეგ, ზოგიერთTreg უჯრედებზე  ქვეითდება  CD25-ის  და იზრდება Bcl-6-ის ექსპრესია, რის შედეგადაც ისინიTFR უჯრედებად დიფერენცირდებიან. ეს უკანასკნელნი  მიგრირებენ B უჯრედულ ფოლიკულებში ავტო-რეაქტიული B უჯრედული კლონების ექსპანსიის აღსაკვეთად.  ამდენად IL-2, ჩვეულებრივ Treg უჯრედებზე მისი ეფექტისგან განსხვავებით, აინჰიბირებს TFR უჯრედულ პასუხს და  გავლენას ახდენს B უჯრედული ტოლერანტობის განვითარებაზე გრიპის ინფექციის შემდეგ.

bottom of page