top of page
GT1™ BVS სისტემა - ბიოგაწოვადი სტენტი

GT1 BVS (The Absorb GT1 Bioresorbable Vascular Scaffold) სისტემა სრულად გაწოვადი სტენტია, რომელიც ბალონური კათეტერის საშუალებით თავსდება სისხლძარღვში.
სისტემა გამოიყენება მაშინ, როდესაც გულის ჟანგბადითა და საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი სისხლძარღვები - კორონარული არტერიები, ფოლაქების ფორმირების გამო ვიწროვდება ან ოკლუზიას განიცდის.
ბალონური ანგიოპლასტიკის (სისხლძარღვის სანათურის დილატირების) შემდგომ, სისხლძარღვის (კორონარული არტერიის) სანათურში რჩება გაწოვადი სტენტი, რომელიც სანათურს გაფართოებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს. სტენტის არტერიაში ჩადგმის შემდეგ თავისუფლდება მასზე დატანილი  წამალი - ევეროლიმუსი, რომელიც სისხლძარღვს ხელახალი შევიწროებისგან იცავს. სტენტი ჩადგმიდან დაახლოებით 3 წელიწადში გაიწოვება.

bottom of page