top of page
FDA-იმ დაამტკიცა Tolvaptan სწრაფად პროგრესირებადი თირკმლის იშვიათი დაავადებისთვის

მასალა მოამზადა ლევან იაშვილმა

 

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა  Tolvaptan (Jynarque, Otsuka) იმ ზრდასრული პაციენტებისათვის, რომლებიც სწრაფად პროგრესირებადი აუტოსომურ-დომინანტური პოლიკისტური თირკმლის დაავადების (ADPKD) რისკ ჯგუფში შედიან. ADPKD არის იშვიათი, ქრონიკული, პროგრესირებადი, მემკვიდრული დაავადება, რომელიც იწვევს თირკმელში კისტების განვითარებასა და ზრდას. დაავადების გართულებები მოიცავს ქრონიკულ და მწვავე ტკივილს, ჰიპერტენზიას და თირკმლის უკმარისობას, რომელიც საჭიროებს დიალიზს და ტრანსპლანტაციას. Tolvaptan-ის შესაძლო გვერდითი ეფექტი არის ღვიძლის სერიოზული და პოტენციურად ფატალური დაზიანება. ღვიძლის შესაძლო  დაზიანების გამო Tolvaptan-ის მიღება მხოლოდ იმ პროგრამის ფარგლებში შეიძლება, სადაც ხდება რისკების შეფასება და შემამსუბუქებელი სტრატეგიული პროგრამის გამოყენება, რომელიც დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

bottom of page