top of page
FDA აფართოებს Imfinzi-ის გამოყენების არეალს ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს პროგრესიის რისკის შესამცირებლად

ამერიკის სურსათისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ მედიკამენტი Imfinzi (durvalumab) იმ პაციენტთა სამკურნალოდ დაამტკიცა, რომელთაც აქვთ  ფილტვის მესამე სტადიის არაწვრილუჯრედოვანი კიბო, რომლის დროსაც ქირურგიული ჩარევა არ არის ნაჩვენები და ამასთანავე ჩატარებული ქიმიო ან რადიოთერაპიის შემდგომ სიმსივნე არ არის პროგრესირებული.

Imfinzi- ის სამიზნე არის PD-1/PD-L1 გზა (ცილები რომლებიც გვხვდება ადამიანის იმუნურ და ზოგიერთი ტიპის სიმსივნურ უჯრედებში). ამ ურთიერთკავშირის ბლოკირებით Imfinzi იმუნურ სისტემას, სიმსივნური უჯრედების განადგურებაში ეხმარება.

Imfinzi-ის ხშირი გვვერდითი მოვლენები ფილტვის მესამე სტადიის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში არის: ხველა, დაღლილობა, ფილტვების ანთება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სუნთქვის გაძნელება  და გამონაყარი.

bottom of page