top of page
FDA-მ III ან IV სტადიის კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ადცეტრისი დაამტკიცა

FDA-მ, III ან IV სტადიის არანამკურნალები კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის მქონე, ზრდასრული პაციენტების მკურნალობის მიზნით ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში დაამტკიცა ადცეტრისი (ბრენტუქსიმაბ ვედოტინი). ადცეტრისი ანტისხეულ-წამლის კომბინაციაა, ის შეიცავს CD30-ის საწინააღმდეგო ანტისხეულს, რომელიც წამალს სამიზნე CD30-პოზიტიური ლიმფომის უჯრედებთან მიიტანს. წამლის დამტკიცება ემყარება კლინიკური კვლევის შედეგებს. კვლევაში კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ, ტრადიციული ქიმიოთერაპიის ეფექტურობა შედარდა ადცეტრისთან მის კომბინაციის ეფექტს. იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა ადცეტრისის და ქიმიოთერპაიის კომბინაციით ჩაუტარდათ, უფრო ნაკლები იყო დაავადების პროგრესიის, სიკვდილის ან ახალი მკურნალობის საჭიროების სიხშირე.

bottom of page