top of page
FDA-მ Candida auris-ის იდენტიფიკაციის მიზნით პირველი ტესტი დაუშვა

მასალა მოამზადა ნუკი მიქაბერიძემ

 

FDA-მ  მძიმე, ნოზოკომიალური ინფექციების ხშირი გამომწვევის, Candida auris-ის იდენტიფიკაციის მიზნით, პირველი ტესტი დაუშვა.

FDA-მ ახალი გამოყენებისთვის დაუშვა BRUKER MALDI ბიოტიპირების CA სისტემა, რომელსაც უკვე იყენებენ 424 სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი ბაქტერიისა და სოკოს დეტექციისთვის.

BRUKER MALDI ბიოტიპირების CA სისტემა მატრიქს-ასისტირებულ ლაზერულ დესორბცია/იონიზაციის (MALDI-TOF) მას-სპექტრომეტრულ ტექნოლოგიასთან ერთად ორგანიზმის მონაცემთა ბაზას იყენებს. იდენტიფიკაციის მიზნით, კულტივირებული მიკროორგანიზმების ლაზერით იონიზაციის შემდეგ მიღებულ მონაცემებს საძიებო ორგანიზმის მონაცემთა ბაზას ადარებენ.

bottom of page