top of page
FDA-მ დაამტკიცა ახალი მკურნალობა დაავადების “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“ ქრონიკული ფორმის დროს

ამერიკის სურსათისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა Blincyto (blinatumomab) B პრეკურსორული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ALL) სამკურნალოდ ბავშვებსა და ზრდასრულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ რემისია, თუმცა მაინც უვლინდებათ მინიმალური ნარჩენი დაავადება (MRD).  მინიმალური ნარჩენი დაავადება გულისხმობს სიმსივნური უჯრედების ისეთი მცირე რაოდენობით არსებობას, რომლის დანახვა მიკროსკოპით და რუტინული გამდინარე ციტომეტრიით ვერ ხერხდება. პაციენტებში, რომელთაც აქვთ რემისია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მკურნალობის შემდეგ,  მინიმალური ნარჩენი დაავადების არსებობა რეციდივის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

 B მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში დიდი რაოდენობით უმწიფარი B უჯრედები წარმოიქმნება.

 Blincyto უკავშირდება ლეიკემიურ უჯრედებზე არსებულ CD 19-ს და იმუნურ უჯრედებზე არსებულ CD 3-ს, ეს უზრუნველყოფს იმუნური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებთან მიახლოებას, რაც ანტისიმსივნური იმუნური პასუხის ჩართვას განაპირობებს.

 Blincyto-ს ეფექტურობა MRD-დადებითი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიისთვის შეფასდა კვლევაში, რომელშიც ჩაერთო პირველადი ან მეორადი სრული რემისიის და დეტექტირებადი MRD-ის მქონე 86 პაციენტი. Blincyto-ს ეფექტურობა ეფუძნებოდა, მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ პაციენტთა სიცოცხლისა და რემისიის გახანგრძლივებასთან ერთად, არადეტექტირებადი MRD მდგომარეობის მიღწევას.  კვლევაში ჩართულ 70 პაციენტს აღარ გამოუვლინდა მინიმალური ნარჩენი დაავადება. პაციენტთა ნახევარზე მეტს შეუნარჩუნდა სიცოხლე და რემისიამ არანაკლებ 22.3 თვეს გასტანა.

მასალა მოამზადა რუსა ცქიტიშვილმა

bottom of page