top of page
FDA-მ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგისთვის Dexcom G5 Mobile სისტემა დაამტკიცა

The Dexcom G5 Mobile სისტემა გლუკოზის დონის უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემების ეკრანზე ჩვენებას უზრუნველყოფს. იმის გარდა, რომ ეს მოწყობილობა ყოველ 5 წუთში ანახლებს ინფორმაციას, სისტემა ასევე ახდენს ტენდენციათა ანალიზს რეალურ დროში, 7 დღის განმავლობაში (თითოეული სენსორის გამოყენების ხანგრძლივობა 7 დღეა).

აპარატის მთავარი კომპონენტი არის სენსორი, რომელიც კანქვეშ თავსდება. ის ინტერსტიციული გლუკოზის დონის შესაბამისად წარმოქმნის ელექტრონულ სიგნალებს.  The Dexcom G5  გამოიყენება დიაბეტის მენეჯმენტისთვის 2 წლის ზემოთ პაციენტებში. ეს გამოგონება მალე ჩაანაცვლებს გლუკოზის სტანდარტულ ტესტს, რომელსაც სისხლის თითიდან აღება სჭირდება.

bottom of page