top of page
FDA-მ მოლეკულური ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია დაამტკიცა

ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ მოლეკულური ვიზუალიზაციისათვის დაამტკიცა კომპანია  Siemens Healthineers-ის პროდუქტი syngo.via VB20. კომპანიის შექმნილი ახალი ინტელექტუალური პროგრამა განკუთვნილია მულტიმოდალური ვიზუალიზაციისთვის.

PET-ისა (პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია) და SPECT-ისთვის (ფოტონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) განკუთვნილი პროგრამის მულტი-ფოკი სეგმენტაციის (MFS) ფუნქცია საშუალებას იძლევა, ერთი დაწკაპუნებით, ავტომატურად გამოითვალოს ინფორმაცია ორგანიზმში სიმსივნის გავრცელების შესახებ.

syngo.via VB20-ის MI OncoBoard  ფუნქციის  გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია მოლეკულური ვიზუალიზაცია პრე-თერაპიულ და პოსტ-თერაპიულ პასუხებზე ერთდროულად.

syngo.via VB20-ის MI Neurology  ფუნქციის გაუმჯობესებამ ორი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. მომხმარებელს, ახალი MI OncoBoard  ფუნქციის  მსგავსად,  უკვე შეუძლია შეადაროს სხვადასხვა დროს მიღებული ორი ინფორმაცია, რათა იმსჯელოს დაავადების პროგრესირებაზე. კლინიცისტებს, ვიზუალიზაციისა და პაციენტის მიერ შთანთქმული ამილოიდური რადიოფარმაცევტული პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრის გარდა,  საშუალება ეძლევათ, პაციენტთა მონაცემები შეადარონ ჯანმრთელთა მონაცემთა ბაზას, რაც ნათელს ჰფენს ციფრობრივი მონაცემების მნიშვნელობას.

bottom of page