top of page
FDA-მ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მკურნალობის ახალი მეთოდი დაამტკიცა

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია სისხლის მემკვიდრული დაავადებაა, რომლის დროსაც ერითროციტებს შეცვლილი, ნამგლისებრი ფორმა აქვთ. ეს ხელს უშლის სისხლძარღვებში მათ გადაადგილებას და ზღუდავს ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგების პროცესს, რაც იწვევს ძლიერ ტკივილსა და ორგანოთა დაზიანებას. ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 100,000 ადამიანია დაავადებული ნამგლისებუჯრედოვანი ანემიით. დაავადება ყველაზე ხშირად აფრო- და ლათინო-ამერიკელებში და სხვა უმცირესობებში ვლინდება. დაავადებულ ადამიანთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა აშშ-ში 40-60 წელია. ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციამ დღეს დაამტკიცა ენდარი (L- გლუტამინის პერორალური ფხვნილი)  ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე 5 წელზე ზემოთ პაციენტებისთვის, ამ დაავადებასთან ასოცირებული მძიმე გართულებების შესამცირებლად.

bottom of page