top of page
FDA-მ დაადასტურა თმის ცვენის შემცირების მიზნით ქიმიოთერაპიის დროს ე.წ. გამაგრილებელი ქუდის ფართომოხმარების მიზანშეწონილობა

DigniCap გამაგრილებელი სისტემა ნაჩვენებია თმის ცვენის სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად სოლიდური სიმსივნის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალოპეციის გამომწვევ ქიმიოთერაპიულ აგენტებს შესაბამისი დოზით.
ეს გახლავთ კომპიუტერით კონტროლირებადი სისტემა, რომელიც  ქიმიოთერაპიული მკურნალობის პერიოდში გამოიყენება. ქუდის ტარებისას მასში მოცირკულირე სითხე პაციენტის თავის კანს აგრილებს. ქუდი დაფარულია ნეოფრენისგან დამზადებული, რეზინის მსგავსი მეორე ქუდით. ის  სისტემის ფიქსატორისა და იზოლატორის როლს ასრულებს, რაც გამაციებელი ეფექტის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

bottom of page