top of page
FDA-მ ოპიოიდებით გამოწვეული აბსტინენციის სიმპტომთა სამკურნალოდ პირველი არაოპიოიდური მედიკამენტი დაამტკიცა

მასალა მოამზადა ლევან იაშვილმა

 

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა Lucemyra (Lofexidine), არაოპიოიდი, რომელიც ზრდასრულ პაციენტებში ოპიოიდების აბსტინენციის სიმპტომებს ამცირებს. FDA-ის კომიტეტის მტკიცებით მედიკამენტი არის უსაფრთხო და ეფექტური ისეთი სიმპტომების შესამცირებლად, როგორიცაა: დიარეა, გულისრევა, ღებინება, შფოთვა და ცუდად ყოფნის შეგრძნება, რომელიც ოპიოიდების მიღების შეწყვეტას მოჰყვება.

Lofexidine არის ორალური, სელექციური, ალფა-2 ადრენერგული რეცეპტორის აგონისტი, რომელიც ნორეპინეფრინის გამოთავისუფლებას ამცირებს. სწორედ ნორეპინეფრინი განაპირობებს აღნიშნულ სიმპომთა განვითარებას. Lofexidine-ის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს: ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას, ძილიანობას და თავბრუსხვევას. ის ასევე შეიძლება სინკოპესთან და  არითმიების განვითარებასთან იყოს ასოცირებული.

bottom of page