top of page
FDA-მ პედიატრიულ პაციენტებში პრეპარატი გილენია დაამტკიცა გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ

მასალა მოამზადა  ნუკი მიქაბერიძემ
 

FDA-მ 10 და ათ წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გაფანტული  სკლეროზის (MS) რეციდივის სამკურნალოდ გილენია (ფინგოლიმოდი) დაამტკიცა. ამ ასაკის პაციენტებში გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ის FDA-ის მიერ დამტკიცებული პირველი მედიკამენტია. გილენიას გამოყენება FDA-მ პირველად, 2010 წელს, გაფანტული სკლეროზის რეციდივის მქონე მოზრდილებში დაუშვა.

MS-ი ცნს-ის ქრონიკული, ანთებითი, ავტოიმუნური დაავადებაა. პაციენტთა უმეტესობას საწყისი სიმპტომები, როგორიც არის, მხედველობის პრობლემები და კუნთების სისუსტე, 20-40 წლის ასაკში უვლინდება. 2-5 %-ში კი სიმპტომები თავს 18 წლამდე ასაკში იჩენს.

პედიატრიულ პაციენტებში გილენიას გვერდითი ეფექტები ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება: თავის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, დიარეა, ხველა, გრიპი, სინუსიტი, ზურგის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ტკივილი კიდურებში. სერიოზული გართულებები მოიცავს: გულისცემის სიხშირის შემცირებას, ინფექციებს, პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიას, მხედველობის პრობლემებს და სხვას.

bottom of page