top of page
FDA-მ გასტროინტესტინული სისხლდენის სამკურნალოდ ახალი ენდოსკოპიური აპარატის გამოყენება დაუშვა

მასალა მოამზადა ნუკი მიქაბერიძემ

 

FDA-მ გასტროინტესტინული ტრაქტიდან სისხლდენის გარკვეული ტიპების კონტროლის მიზნით ახალი აპარატის Hemospray-ის, გამოყენება დაუშვა.

Hemospray ზედა და ქვედა გასტროინტესტინული ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობის დამატებითი, არაქირურგიული მეთოდია. აპარატი მინერალური ნივთიერებების შემცველი აეროზოლია, რომელიც ენდოსკოპიური პროცედურის დროს გამოიყენება. ვარიკოზული სისხლდენის დროს (სისხლდენა გაფართოებული ვენებიდან, დამახასიათებელია გარკვეული მდგომარეობებისთვის, მაგ.  ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება) აპარატის გამოყენება არაა სასურველი.

Hemospray უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც გასტროინტესტინული ფისტულა ან პერფორაციის მაღალი რისკი აქვთ.

bottom of page