top of page
FDA-მ ბალთოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ ტიდრაკიზუმაბი (ILUMYA) დაუშვა

მასალა მოამზადა ნუკი მიქაბერიძემ

 

FDA-მ მოზრდილებში საშუალო ან მძიმე ხარისხის ბალთოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ დაუშვა ტიდრაკიზუმაბი (ილუმია), რომელიც ინტერლეიკინ  (IL)-23p19-ის სელექტიური ინჰიბიტორია, კეთდება კანქვეშ, 12 კვირაში ერთხელ, 100 მგ-ს ოდენობით.

გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე ხშირია (≥ 1%) ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და დიარეა. წამლის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის ჩვენებაა მძიმე ზემგრძნობელობითი რეაქციის განვითარება. როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მთელი კურსის განმავლობაში საჭიროა პაციენტის გამოკვლევა ტუბერკულოზზე.

bottom of page