top of page
FDA-მ მოხმარებისთვის დაუშვა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელსაც დიაბეტთან ასოცირებული თვალის დაავადების აღმოჩენა შეუძლია

მასალა მოამზადა ლევან იაშვილმა
 

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ბაზარზე გამოტანის ნებართვა გასცა პირველ სამედიცინო ხელსაწყოზე, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დიაბეტური რეტინოპათიის აღმოსაჩენად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. დიაბეტური რეტინოპათია ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო ბადურის სისხლძარღვები ზიანდება. ხელსაწყო IDx-DR ბადურის კამერით მიღებული მონაცემების გასაშიფრად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს იყენებს. IDx-DR არის გასაყიდად გამოტანილი პირველი ხელსაწყო, რომელიც კლინიცისტის ჩარევის გარეშე უკეთებს ინტერპრეტაციას მიღებულ მონაცემებს. მისი გამოყენება შეუძლია სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივ არ არიან ჩართული თვალის დაავადებათა მკურნალობაში.

bottom of page