top of page
FDA-მ ინსულტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური მოწყობილობით თრომბექტომიის გამოყენების თერაპიული ფანჯარა გააფართოვა

მასალა მოამზადა ნუკი მიქაბერიძემ
 

FDA-მ ტრევოს თრომბექტომიული მოწყობილობის (Trevo clot retrieval device) გამოყენება დაუშვა მწვავე იშემიური ინსულტის მქონე პაციენტთათვის სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

ტრევოს აპარატის გამოყენება FDA-მ პირველად, ოკლუზირებული სისხლძარღვიდან თრომბის ექსტრაქციის და სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით, 2012 წელს  ინსულტის დიაგნოზის მქონე იმ პაციენტებში დაუშვა, რომლებიც ვერ იტარებდნენ თრომბოლიზურ თერაპიას ან თრომბოლიზური პრეპარატების (ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორები t-PA) მიმართ რეზისტენტულნი იყვნენ. 2016 წლიდან აღნიშნული მოწყობილობის თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენება ნებადართული გახდა სიმპტომების გამოვლენიდან 6 საათის განმავლობაში, უკანასკნელმა ცვლილებამ კი ეს დრო 6-იდან 24 საათამდე გაზარდა.

bottom of page