top of page
FDA -მ  მზისგან დამცავი კონტაქტური ლინზები დაამტკიცა

მასალა მოამზადა რუსა ცქიტიშვილმა

 

ამერიკის სურსათისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ პირველად დაამტკიცა  კონტაქტური ლინზები, რასაც მზის სათვალის მსგავსი ფუნქცია აქვს.

სპეციალური დანამატი ავტომატურად ამუქებს ლინზებს დღის მკვეთრ სინათლეზე, მაშინ როდესაც  ნორმალურ განათებასა და სიბნელეში კვლავ გამჭვირვალე ხდება.

 FDA-ს მიერ ამ კონტაქტური ლინზების  დამტკიცება ეფუძნება კლინიკურ კვლევას, რომელშიც კონტაქტური ლინზების მომხმარებელი 24  ადამიანი მონაწილეობდა. დღისით და ღამით მათი მანქანის ტარების შესაძლებლობებზე დაკვირვების შედეგად, კვლევამ აჩვენა, რომ კონტაქტური ლინზები  მხედველობასა და ტარებასთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას არ ქმნის.

 FDA-მ აღნიშნა რომ არ შეიძლება ამ კონტაქტური ლინზების გამოყენება იმ პირებში, რომელთაც აქვთ თვალის ანთებითი ან ინფექციური დაავადება,, დაზიანება, მძიმედ გამოხატული მშრალი თვალის სინდრომი ან ალერგია, ვინაიდან ეს პროცესები ლინზის მოხმარებამ შეიძლება გაამწვავოს.

bottom of page