top of page
FDA-მ მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის მექანიკური სარქვლის გამოყენება დაამტკიცა

FDA-მ დაამტკიცა ახალი მექანიკური სარქველი, რომელიც საკმარისად პატარაა (15 მმ) იმისთვის, რომ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ახალშობილებში დეფექტური სარქვლის ჩანაცვლების მიზნით გამოიყენონ.

აშშ-ში ყოველწლიურად გულის თანდაყოლილი მანკით იბადება 35.000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა ნაწილს გულის სარქვლის ქირურგიული ჩანაცვლება ესაჭიეროება.

ახალი ბრუნვადი, ორკარიანი სარქველი აორტის ან მიტრალური სარქვლის ჩანაცვლების მიზნით გამოიყენება. გულისცემისას, ნამდვილი სარქვლის მსგავსად, წნევის ცვლილების საპასუხოდ, მექანიკური, ორკარიანი სარქვლის გახსნას და დახურვას მისი 2 ნახევრადცირკულარული დისკი უზრუნველყოფს.

მასალა მოამზადა ნუკი მიქაბერიძემ

bottom of page