top of page
FDA-მ რიფტის ველის ცხელების სადიაგნოსტიკო პირველი მოლეკულური ტესტი დაამტკიცა

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა DxNa-ის კოკციდიური ინფექციის სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც FDA-ის მიერ ავტორიზებული, კოკციდიომიკოზის  სწრაფი დეტექციის პირველი მოლეკულური სადიაგნოსტიკო ტესტია. კოკციდიოდომიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც ხეობის ცხელებაც ეწოდება. მულტიცენტრულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ DxNa-ის ტესტს 100%-ანი სენსიტიურობა და 99.6%-ანი  სპეციფიკურობა აქვს. კოკციდიომიკოზის დიაგნოსტირების ამჟამინდელი ოქროს სტანდარტი, მესამე დონის უსაფრთხოების ლაბორატორიაში მისი კულტივირებაა, რასაც, დაახლოებით 21 დღე სჭირდება და საფრთხეს უქმნის ლაბორატორიის პერსონალს.

მასალა მოამზადა ლევან იაშვილმა

bottom of page