top of page
FDA-მ დაამტკიცა ახალი მკურნალობა დაავადების “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“ ქრონიკული ფორმის დროს

ახლახანს FDA-მ დაამტკიცა Imbruvica (ibrutinib) დაავადების “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“ ქრონიკული ფორმის დროს ზრდასრულ პაციენტებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ერთი ან მეტი უშედეგო მკურნალობა. ეს არის FDA-ს მიერ დამტკიცებული პირველი თერაპია “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“ ქრონიკული ფორმის დროს.

დაავადება “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ” სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც უვითარდება პაციენტს ძვლის ტვინის, იგივე ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდგომ. შედეგად ხდება დონორის ღეროვანი უჯრედების მიერ პაციენტის ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება სხვადასხვა ქსოვილში.

FDA-ის მიერ დამტკიცებული Imbruvica არის კინაზას ინჰიბიტორი, რომელიც აგრეთვე დამტკიცებულია სხვადასხვა სიმსივნეების სამკურნალოდ (ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ვალდენსტრომის მაკროგლობულინემია, მარგინალური ზონის ლიმფომა, მანტიის ზონის ლიმფომა).

Imbruvica-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება დაავადების “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ” მკურნალობისთვის შეფასდა კლინიკურ კვლევაში. კვლევაში ჩაერთო  “ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ” ქრონიკული ფორმით დაავადებული 42 პაციენტი, რომელთაც მიუხედავად კორტიკოსტეროიდებით ჩატარებული სტანდარტული მკურნალობისა, კვლავ უვლინდებოდათ სიმპტომები. კვლევაში ჩართულ პაციენტთა 67 პროცენტში მდგომარეობა გაუმჯობესდა (სიმპტომების გამოვლენა  შემცირდა), მათგან 48%-ში სიმპტომების გაუმჯობესება 5 ან მეტ თვეს გაგრძელდა.

bottom of page