top of page
FDA-მ მანტიის ზონის ლიმფომის მკურნალობის ახალი მეთოდი დაამტკიცა

მანტიის ზონის ლიმფომა აგრესიული სიმსივნეა. FDA-მ დაამტკიცა  Calquence (acalabrutinib) რეფრაქტერული და რეციდივის მქონე პაციენტებისთვის. პირველადმა კვლევებმა აჩვენა მაღალი საპასუხო რეაქცია. Calquence არის კინაზას ინჰიბიტორი, რომელიც აინჰიბირებს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას გამრავლებისა და გავრცელებისთვის საჭირო ფერმენტის ბლოკირებით.  ხშირი და მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობის გამო (თავის ტკივილი, დიარეა, მიალგია, ანემია, თრომბოციტოპენია, ჰემორაგია) და შემდგომი კლინიკური სარგებელის გამოსავლენად აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება.

bottom of page