top of page
FDA-მ დაამტკიცა იმპლანტირებადი მოწყობილობა საშუალო სიმძიმის და მძიმე ცენტრალური წარმოშობის ძილის აპნოეს სამკურნალოდ

ძილის აპნოე არის ძილის დარღვევის ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის ერთხელ ან მეტჯერ შეჩერება. ცენტრალური წარმოშობის აპნოე აქვეითებს ძილის ხარისხს და შეიძლება ჰქონდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: მაღალი წნევა, ინფარქტი, გულის უკმარისობა, ინსულტი, სიმსუქნე და დიაბეტი. The Remede System შედგება ელემენტისგან (რომელიც  ქირურგიული მეთოდით თავსდება გულმკერდის ზედა ნაწილში) და მცირე ზომის სადენებისგან, რომლებიც თავსდება დიაფრაგმის ნერვთან ახლოს. სისტემა ძილის დროს აკონტროლებს სუნთქვით სიგნალებს და საჭიროების შემთხვევაში ასტიმულირებს დიაფრაგმის მოძრაობას.

bottom of page