top of page
FDA-მ კოხლეარული იმპლანტის მქონე პაციენტების დისტანციური მონიტორინგისთვის ტელემედიცინის სერვისი დაამტკიცა

კოხლეარული იმპლანტი დაქვეითებული სმენის მქონე პაციენტებისთვის შემუშავებული ელექტრონული მოწყობილობაა, რომელსაც შიგნითა ყურში სმენის ნერვის ელექტრული სტიმულაციის უნარი აქვს. კოხლეარული იმპლანტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აუდიოლოგთან რეგულარული ვიზიტი ესაჭიროებათ. იმპლანტის მტარებლებში დისტანციური მართვის ეფექტურობის შესაფასებლად FDA-მ 39 პაციენტის (ასაკი >12წ.) შესწავლილი მონაცემები შეაფასა. თითოეული მათგანი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იყენებდა აღნიშნულ მოწყობილობას. მათ ჩაუტარდათ ერთი უშუალო და ორი დისტანციური პროგრამირების სესია, რომელთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა.

კონცეფცია გათვლილია იმ პაციენტებზე, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ჩივილების გარეშე  მოიხმარდნენ კოხლეარულ იმპლანტს. ტელემედიცინის დახმარებით დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად უმსუბუქებს პაციენტებს იმ ტვირთს, რომელიც ხშირ კონსულტაციასა და ექიმთან ვიზიტისთვის შორ მანძილზე მგზავრობას გულისხმობს.

bottom of page