top of page

FDA-მ აშშ-ში პირველი გენური თერაპია დაამტკიცა

CAR-T-უჯრედული თერაპია დამტკიცდა B უჯრედული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სამკურნალოდ ბავშვებისა და ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფისთვის

კიმრია, უჯრედული გენური თერაპია, აშშ-ში დამტკიცდა პრე-B უჯრედული  მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მქონე, 25 წლამდე ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც რეფრაქტერული არიან მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ, ან ვისაც მეორე ან 2-ზე მეტი რეციდივი აქვს.

კიმრია გენეტიკურად მოდიფიცირებული ავტოლოგიური T უჯრედული თერაპიაა. კიმრიას თოთოეული დოზა მზადდება ინდივიდუალურად, პაციენტის საკუთარი T-უჯრედებიდან (სისხლის თეთრი უჯრედები - ლიმფოციტები). პაციენტიდან მიღებულ T უჯრედებს გზავნიან სპეციალიზებულ ცენტრში, სადაც გენეტიკური მოდიფიკაციის შედეგად უჯრედში ინერგება გენი, რომელიც პასუხისმგებელია სპეციფიკური ცილის (ქიმერული ანტიგენური რეცეპტორის - CAR-ის) სინთეზზე. სწორედ ეს ცილა უზრუნველყოფს T უჯრედების მიერ იმ ლეიკემიური უჯრედების გამოცნობას და განადგურებას, რომელთა ზედაპირზეც სპეციფიკური ანტიგენია (CD19) მოთავსებული. გენეტიკურად მოდიფიცირებულ უჯრედებს, სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად,  კვლავ პაციენტის ორგანიზმში აბრუნებენ.

bottom of page