top of page

მაღალმგრძნობიარე კარდიული ტროპონინის (hs-cTn) ანალიზს უკვე 7 წელია მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყნის ათასობით ექიმი იყენებს. ეჭვგარეშეა, რომ მიოკარდიული ინფარქტის (MI) ადრეულ დიაგნოსტიკაში hs-cTn-ის ანალიზი - მარტივი, იაფი და მაღალრეპროდუქციული საშუალება - გამოიყენება პაციენტის
კლინიკურ შეფასებასა და ელექტროკარდიოგრაფიულ მონაცემებთან კომპლექსში. სისხლში hs-cTn-ის განსაზღვრა პირველად გვაძლევს შესაძლებლობას, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტისგან აღებულ სისხლში ზუსტად განვსაზღვროთ კარდიომიოციტების დაზიანების ხარისხი. ტესტის მაღალი სიზუსტე
ადრეული hs-cTn-ზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ალგორითმების განვითარების და ფართო გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც საბოლოოდ უფრო მოკლე დროში გვაძლევს მიოკარდიუმის იშემიის დიაგნოზის დადასტურების ან გამორიცხვის საშუალებას. მიმოხილვით სტატიაში შეჯამებულია ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც საჭიროა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიოკარდიუმის ინფარქტზე საეჭვო შემთხვევაში hs-cTn-ის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის.

მაღალმგრძნობიარე კარდიული ტროპონინის განსაზღვრის კლინიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტზე საეჭვო შემთხვევებში
bottom of page