top of page
გასტროენტეროლოგთა ბრიტანული საზოგადოების პოზიცია მსხვილი  და სწორი ნაწლავის დაკბილული პოლიპების შესახებ

დაკბილული პოლიპები, რომლებიც  კოლორექტული კიბოს 15-30%-ში გვხვდება, ბოლო ათწლეულში  კიბოსწინარე დაზიანებად იქნა მიჩნეული.  ამდენად, აუცილებელია ამ დაზიანებათა სწორი მართვა, თუმცა, ამ მხრივ, მეცნიერული მტკიცებულებები  არასაკმაისია.  გასტროენტეროლოგიის ბრიტანული საზოგადოების წევრები განიხილავენ  არსებულ მტკიცებულებებს და ქმნიან კლინიკურ გზამკვლევს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას  მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინის შექმნამდე.  არსებული დებულებები მოიცავს: მტკიცებულებას დაკბილული პოლიპის კიბოდ გარდაქმნის პოტენციალის შესახებ, ინფორმაციას არსებული პოლიპების აღმოჩენასა და რეზექციაზე,  აღმოჩენის შემდგომი  მეთვალყურეობის სტრატეგიას, განსაკუთრებულ შემთხვევებს - დაკბილული პოლიპოზის სინდრომს და დაკბილულ დაზიანებებს კოლიტის დროს.

სტატიაში მოწოდებულია ძირითადი რეკომენდაციები კოლონოსკოპიური მეთვალყურეობის სამიზნე ჯგუფის შესახებ.

bottom of page