top of page
კავშირი სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და გულის დაავადების გაზრდილ რისკს შორის

დაკვირვებითი კვლევების მიხედვით სისხლში კალციუმის მაღალ დონესა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს შორის აღმოჩენილმა კავშირმა დააინტერესა უფსალას უნივერსიტეტის წარმომადგენელი კარლ მიქელსონი და მისი კოლეგები, გამოერკვიათ თუ რა გავლენა შეუძლია მოახდინოს კალციუმის დანამატებმა დაავადების განვითარების რისკზე. გენეტიკური წინაასწარგანწყობით გამოწვეული კალციუმის დონის მომატების გათვალისწინებით, გამოიყენეს მენდელის რანდომიზირებული კვლევა, კალციუმის დონესა და გულის დაავადების და გულის შეტევის განვითარების რისკს შორის არსებული კავშირის დასადგენად, დაახლოებით 184 000 ადამიანში. როგორც, მეცნიერებმა JAMA-ს (ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალს) აცნობეს, მათ აღმოაჩინეს გულსისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი  სისხლში კალციუმის მომატებული დონის გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პაციენტებში.

bottom of page