top of page
სისხლის მეტაბოლური ცვლილებები ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ

ავსტრიელმა მეცნიერებმა მოკლე- და გრძელვადიანი მეტაბოლური ცვლილებები აღმოაჩინეს იმ ინდივიდთა გარკვეული ნაწილის სისხლში, რომელთაც წონის დაკლების მიზნით ბარიატრიული ოპერაცია ჩაიტარეს.

გუნდმა, მეტაბოლური პროფილირების გამოყენებით, ავსტრიასა და შვედეთში შეისწავლა იმ ადამიანთა სისხლის ნიმუშები, რომელთაც ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარდათ რუს წესით (Roux-en-Y). მათ შორის 20 პაციენტს ჰქონდა მეორე ტიპის დიაბეტი. მეცნიერებმა მეტაბოლური ცვლილებები აღმოაჩინეს სისხლის იმ ნიმუშებს  შორის, რომლებიც აღებული იყო ბარიატრიულ ოპერაციამდე, ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ და დაახლოებით ერთი წლის თავზე.

bottom of page