top of page
უნდა გამოიყოს თუ არა ჰეპატოგენური დიაბეტი  მეორე ტიპის დიაბეტისგან?

ჰეპატოგენური დიაბეტი,გამოწვეულია ღვიძლის ფუნქციის დაკარგვით და ის ციროზის განვითარების შემდეგ ვითარდება.   ამდენად, ის განსხვავდება  მე-2 ტიპის დიაბეტისგან, რომელიც ციროზის განვითარებამდე ვლინდება. ჰეპატოგენური დიაბეტის დროს ღვიძლის სპეციფიკური დაავადება დიაბეტის განვითარების კიდევ ერთ დამატებით რისკ-ფაქტორად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატოგენური დიაბეტი  მკვეთრად განსხვავებული პათოფიზიოლოგიური და კლინიკური თვისებებისაა, დღეისათვის ის დამოუკიდებელ მდგომარეობად არ განიხილება.  დაზიანებული ღვიძლი პანკრეასის კუნძულებზე „ტოქსიკურ“ გავლენას ახდენს,  რაც, თავის მხრივ,  β- უჯრედების დისფუნქციას იწვევს.  სტატიის ავტორები დღის წესრიგში აყენებენ  ჰეპატოგენური დიაბეტის გამოყოფას  მე-2 ტიპის დიაბეტისგან.

bottom of page