top of page
აშშ-ს პრევენციული სერვისების ოპერატიულმა ჯგუფმა (USPSTF) შეიმუშავა  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის გაიდლაინის წინასწარი მონახაზი

აშშ-ს პრევენციული სერვისების  ოპერატიულმა ჯგუფმა  გამოსცა  რეკომენდაციის წინასწარი მონახაზი, რომლის თანახმადაც, ქალები 20 წლის ასაკიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს  არსებობაზე - მხოლოდ  საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევით.

2012 წლის გაიდლაინის განახლების მცდელობის ფარგლებში, ჯგუფი ასევე რეკომენდაციას უწევს 30 დან 65 წლამდე ქალების სკრინინგს - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევით ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ან, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ  მაღალი რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსზე ტესტირებით.

USPSTF-ის  წინა რეკომენდაციით, 21დან 65 წლამდე ასაკის ქალების    სკრინინგი უნდა ჩატარებულიყო პაპ ტესტით ყოველ 3 წელიწადში ,ერთხელ ან 30 დან 65 წლამდე ასაკში ყოველ 5 წელიწადში ერთხელ - პაპ ტესტითა და HPV ტესტირებით.

bottom of page