top of page
პროგრამული აპლიკაცია CANARY-ის საშუალებით რისკების შეფასება ფილტვის ადენოკარცინომის დიფერენცირების საშუალებას იძლევა

მოცემული კვლევით დადგინდა, რომ აპლიკაცია CANARY-ის (Computer Aided Nodule Assessment and Risk Yield) საშუალებით შესაძლებელია ground glass opacity (GGO)-ის  კვანძების დიფერენციაცია. Ground glass opacity (GGO)-ის კვანძების ჰისტოლოგიური სუბტიპირება, რომელთა სპექტრი მოიცავს: ატიპიურ ადენომატოზურ ჰიპერპლაზიას (AAH), ადენოკარცინომა in situ-ს (AIS), მინიმალურად ინვაზიურ ადენოკარცინომას, (MIA) ინვაზიურ ადენოკაცინომას (IA) და ა.შ., დღემდე მხოლოდ ქსოვილის პათოლოგიური ანალიზით იყო შესაძლებელი. ამ აპლიკაციით შესაძლებელია CT გამოსახულებებზე განვსაზღვროთ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის კომპომნენტების მოცულობა და პროცენტული შემცველობა ground glass opacity (GGO)-ის  მქონე კვანძში. აპლიკაცია CANARY-ის საშუალებით შესაძლებელია ადენოკარცინომის ინვაზიურობის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა. ინვაზიურობის პროგნოზირება ექიმს მისცემს მონიტორინგისა და მკურნალობის სწორად წარმართვის საშუალებას, ინვაზიური ადენოკაცინომის შემთხვევაში პაციენტებს დროის მოკლე ვადაში ესაჭიროებათ განმეორებითი კვლევები, ბიოფსია და რადიკალური ქირურგიული რეზექცია.

bottom of page