top of page
BRCA1/2-ის ჰეტეროზიგოტულობის დაკარგვის (LOH) ტესტი შეიძლება გახდეს განმსაზღვრელი ზოგიერთი სიმსივნის დროს მკურნალობაზე პასუხის გასაგებად

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს სიმსივნის თანმიმდევრობასა (სეკვენირება) და პაციენტთა გადარჩენის შესახებ იმ 160 ინდივიდის ინფორმაცია, რომელთაც ჰქონდათ BRCA1 ან BRCA2 ჩანასახოვანი მუტაცია და განუვითარდათ მკერდის ან საკვერცხის კიბო. როგორც ცნობილია, LOH ცვლის არამუტაციური  BRCA1/2 ალელების აქტივობას ბევრ ისეთ ინდივიდში, ვინც ჰეტეროზიგოტურია BRCA1 ან BRCA2-ის  ჩანასახოვანი მუტაციით.

მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჰეტეროზიგოტულობის დაკარგვა არ არის უნივერსალური BRCA1/2 ჩანასახოვანი მუტაციის მტარებლებისთვის. პირიქით, მკერდისა და საკვერცხის სიმსივნის საკმაოდ ბევრ შემთხვევაში BRCA1 ან BRCA2-ს ზოგიერთი ფუნქცია   შენარჩუნებულია, რაც იწვევს შესუსტებულ პასუხს დნმ-დამაზიანებელ პლატინით ქიმიოთერაპიაზე და საკვერცხის კიბოს დროს ამოკლებს სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობას.

bottom of page