top of page
FDA-მ პირველად დაამტკიცა მკურნალობის მეთოდი  BRCA მუტაციით გამოწვეული ძუძუს კიბოსთვის

FDA-მ გააფართოვა ლინპარზას (ოლაპარიბის ტაბლეტები) გამოყენების არეალი და მასში ჩართო BRCA ჩანასახოვანი მუტაციის მქონე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები, რომელთა სიმსივნეც გავრცელებულია (მეტასტაზირებულია). პირველად, აღნიშნული მედიკამენტი FDA-მ 2014 წელს, BRCA ჩანასახოვანი მუტაციით გამოწვეული საკვერცის კიბოს სამკურნალოდ დაამტკიცა.

ლინპარზა პირველი წამალია, რომელიც FDA-მ მეტასტაზირებული ძუძუს კიბოს მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ დაამტკიცა, რომელთაც BRCA გენის მუტაცია აქვთ. ლინპარზათი მკურნალობისთვის პაციენტები FDA-ს მიერ დამტკიცებული გენეტიკური ტესტის, BRACAnalysis CDx-ის შედეგების მიხედვით შეირჩევიან.

bottom of page