top of page
გენეტიკური კვლევა აკავშირებს ავტონომიური ნერვული სისტემის კომპონენტებს ვარჯიშის დროს გულისცემის სიხშირის მაჩვენებლებთან

მასალა მოამზადა ხათუნა ლობჯანიძემ

 

დატვირთვაზე გულისცემის სიხშირის (HR) პასუხი ვარჯიშის დროს მისი მომატებითა და ვარჯიშის შემდეგ ნორმალური რიტმის აღდგენით გამოვლინდება. HR, თავის მხრივ,  სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი პრედიქტორია, რასაც მკვლევრების აზრით, ავტონომიური ნერვული სისტემა ამოდულირებს. თუმცა, მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ინდივიდთა შორის განსხვავებებს, ახსნას საჭიროებს. მკვლევრებმა ჩაატარეს გულისცემის სიხშირის მომატებასა და აღდგენასთან დაკავშირული ფართომასშტაბიანი მთლიანი გენომის ანალიზი ბრიტანეთის ბიობანკის 58,818 პირზე. მათ 23 ლოკუსში აღმოაჩინეს ოცდახუთი დამოუკიდებელი ერთ-ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (SNPs), რომელიც ასოცირებულია (p < 8.3 × 10−9) გულის ცემის სიხშირის მომატებასა და მის აღდგენასთან.   არ არსებობს მტკიცებულებები სიკვდილიანობასა და კარდიო-ვასკულურ დაავადებებთან მათი მიზეზობრივი კავშირის შესახებ. თუმცა, პირობითი კავშირი მშობლის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ კვლევის შედეგები აყალიბებს ახალ ბიოლოგიურ და კლინიკურ ხედვას გულისცემის სიხშირის დატვირთვაზე რეაგირების მექანიზმურ საფუძვლებში.  შედეგები ასევე ხაზს უსვამს ავტონომიური ნერვული სისტემის როლს HR-ის აღდგენაში.

bottom of page