top of page
ღვიძლის ციროზით დაავადებული და  ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) მაღალი რისკის მქონე პაციენტების მაგნიტო-რეზონანსული (MRI) მეთვალყურეობა ღვიძლის სპეციფიკური კონტრასტირებით

მასალა მოამზადა ნინო თორიამ

 

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარება. მის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისთვის ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია ულტრაბგერითი სკრინიგი. თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის სენსიტიურობა სუბოპტიმალურია. ულტრაბგერით დაუდგენელი, მაგრამ არსებული HCC-ის კერის დეტექცია შესაძლებელია ღვიძლის სპეციფიური კონტრასტირებით განხორციელებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით.

კვლევა ჩატარდა ციროზის მქონე პაციენტებში ულტრაბგერისა და MRI-ს საშუალებით HCC-ს დეტექციის სიხშირის მაჩვენებლის შესადარებლად.

პროსპექტულ კვლევაში ჩართული იქნა 407 ციროზით დაავადებული პაციენტი. მათ ჩაუტარდათ ულტრაბგერითი სკრინინგი და  მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ღვიძლის კონტრასტირებით, წელიწადში ორჯერ, 3 წლის განმავლობაში. თითოეულ პაციენტს კვლევიდან 6 თვეში განმეორებით ვიზიტზე ჩაუტარდა CT კონტროლი. HCC-ს დიაგნოზის დადასტურება მოხდა მისი ჰისტოლოგიური მონაცემებისა და ტიპიური CT გამოვლინების საფუძველზე.

HCC-ის დიაგნოსტირება მოხდა 43 პაციენტში: აქედან 1 შემთხვევის დეტექცია მოხდა მხოლოდ US-ს საშუალებით, 26 HCC-ის აღმოჩენა მოხერხდა მხოლოდ MRI-ით და 11 HCC-ის შემთხვევა დადგინდა ორივე მეთოდის გამოყენებით. 5 შემთხვევის დეტექცია კი ვერ მოხერხდა ვერცერთი მეთოდით. HCC-ის MRI-ით დეტექციის სიხშირე (86.0% (37/43)) საგრძნობლად მაღალი იყო,  ულტრაბგერით აღმოჩენის სიხშირესთან (27.9% (12/43) (P < .001)) შედარებით. MRI-ით გამოვლენილი ცრუ-დადებითი შედეგების სიხშირე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ულტრაბგერასთან შედარებით (3.0%, 5.6% შესაბამისად; P = .004). HCC-ის მქონე 43 პაციენტიდან, 32 პაციენტს (74.4%) დაუდგინდა HCC-ის ძალიან ადრეული სტადია (ცალკეული კვანძი < 2სმ) და 29 პაციენტი (67.4%) ჩატარებული თერაპიით განიკურნა.

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტების სკრინინგის შედეგად გაიზარდა HCC-ს დეტექცია და ამასთანავე მოხდა ცრუ დადებით მონაცემთა შემცირება. ღვიძლის სპეციფიკური კონტრასტირებით ჩატარებული MRI კვლევით დადგენილ HCC-ის უმეტესობის აღმოჩენა მოხერხდა საწყის სტადიაზე, რაც ასოცირებულია განკურნების მაღალ ალბათობასთან. თუმცა პასუხი კითხვაზე, შეამცირებს თუ არა MRI კვლევა მაღალი რისკის პაციენტების  სიკვდილობას, ნამდვილად საჭიროებს დამატებით კვლევებს.

bottom of page