top of page
კლარითრომიცინის (ბიაქსინი) გამოყენება გულის დაავადების მქონე პაციენტებში პოტენციურად ზრდის სიკვდილის რისკს

მასალა მოამზადა ლევან იაშვილმა
 

FDA-მ რეკომენდირებულად სცნო, რომ  ანტიბიოტიკი - კლარითრომიცინი (ბიაქსინი) სიფრთხილით იქნას გამოყენებული გულის დაავადების მქონე  პაციენტებში, გულის პრობლემების ან სიკვდილის პოტენციურად გაზრდილი რისკის გამო, რაც შეიძლება მისი მიღებიდან წლების მერეც განვითარდეს. FDA-ის ეს რეკომენდაცია ეფუძნება  10 წლიანი დიდი კლინიკური კვლევის შედეგების ანალიზს, რომელშიც ჩართული იყო გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტები. კვლევაში პირველად შეფასდა წამლის უსაფრთხოების საკითხები.

კლარითრომიცინი გამოიყენება მრავალი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის Mycobacterium avium complex (MAC) ინფექციისთვის,  რომლითაც ხშირად ინფიცირდებიან იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) მქონე პაციენტები.  დიდ კლინიკურ კვლევაში (CLARICOR კვლევა) სიკვდილობის მოულოდნელი ზრდა დაფიქსირდა  გულის კორონარული დაავადების მქონე იმ პაციენტებში, რომლებმაც კლარითრომიცინით მკურნალობის ორკვირიანი კურსი ჩაიტარეს. გულის დაავადების მქონე პაციენტებში სიკვდილის გაზრდილი რისკის გამო წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ გასცა გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც მედიკოსებმა ამ  პაციენტებში სხვა ანტიბიოტიკის გამოყენების საკითხი უნდა განიხილონ.

bottom of page