top of page
FDA-მ პირველად დაამტკიცა მკურნალობა რაქიტის იშვიათი გენეტიკური ფორმისთვის

მასალა მოამზადა რუსა ცქიტიშვილმა
 

ამერიკის სურსათისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ  X-თან შეჭიდული ჰიპოფოსფატემიის (XLH) მქონე  მოზრდილებისა და ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის სამკურნალოდ burosumab (Crysvita) დაამტკიცა. X-თან შეჭიდული ჰიპოფოსფატემია (XLH) რაქიტის იშვიათი, მემკვიდრული და პროგრესული ფორმაა.

X-თან შეჭიდული ჰიპოფოსფატემია (XLH) ხასიათდება თირკმლიდან ფოსფატების კარგვით, რაც გამოწვეულია ფიბრობლასტური ზრდის ფაქტორის (FGF23) ჭარბი წარმოქმნით. XLH მქონე პაციენტებში  burosumab უკავშირდება FGF23-ს და ამგვარად განაპირობებს  ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ძვლის მინერალიზაციას, და მოზრდილებში მოტეხილობების შეხორცების პროცესს.

პლაცებო კონტროლირებად კვლევამ აჩვენა, რომ, ბავშვების  94%-100%-ში, რომლებიც იღებდნენ burosumab-ს ყოველ ორ კვირაში და  მოზრდილების 94%-ში, რომლებიც იღებდნენ burosumab-ს თვეში ერთხელ, პლაცებოს ეფექტის მქონე 8%-თან შედარებით, ფოსფორის დონე ნორმალიზდა. ორივე შემთხვევაში (როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში ) XLH-სთან ასოცირებული რადიოგრაფიული მონაცემები burosumab-ით მკურნალობისას მკვეთრად გაუმჯობესდა.

bottom of page