top of page
კარდიალური გენეტიკური წინასწარგანწყობა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის დროს

მასალა მოამზადა ხათუნა ლობჯანიძემ


ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) პოსტნეონატალური სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. გულის გენეტიკური დაავადებები (GHDs) საფუძვლად უდევს SIDS-ის რამდენიმე შემთხვევას.

კვლევის მიზანი იყო GHD-თან ასოცირებული მუტაციების, როგორც ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის პოტენციური მონოგენური საფუძვლის, სპექტრისა და გავრცელების დადგენა.    

კოჰორტას წარმოადგენდა  SIDS-თან კავშირის არმქონე 419 შემთხვევა, სადაც გაკეთდა მთლიანი ეგზომის  სექვენირება და GHD-თან ასოცირებული 90 გენის დამიზნებითი ანალიზი.

შეფასდა  ,,პოტენციურად ინფორმატიული’’, GHD-ასოცირებული გენების ძალიან იშვიათი ვარიანტები.  "პოტენციურად ინფორმატიული’’ GHD-ასოცირებული ვარიანტები უფრო ხშირად გვხვდებოდა  4 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში.

4 ძირითადი კარდიული ჩენელოპათიის გენის კომბინირებისას აღმოჩნდა, რომ ამ გენთა ულტრა-იშვიათი არასინონიმური ვარიანტები მნიშვნელოვნად მეტად იყო წარმოდგენილი ევროპულ SIDS-ის შემთხვევებში, ევროპულ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით.  

სამედიცინო გენეტიკის ამერიკის კოლეჯის გაიდლაინის მიხედვით, SIDS-ის შემთხვევათა მხოლოდ 4.3%-ში გვხვდება "პათოგენური ან "სავარაუდოდ პათოგენური" ვარიანტები.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ძირითად კარდიულ ჩენელოპათიიასთან ასოცირებული გენების ძალიან იშვიათი, არასინონიმური ვარიანტები უფრო ხშირი იყო ევროპული ეთნოსის ჩვილებში, SIDS-ის  შემთხვევებში.

bottom of page