top of page

მაგნიტურ-ლიფტირებული  გულის ტუმბოს ორწლიანი გამოსავალი გულის უკმარისობის დროს

კვლევის ადრეული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გულის პროგრესირებადი უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნიტურ-ლიფტირებული ცენტრიდანული უწყვეტი ნაკადის ტუმბოს გამოყენება  6 თვის მანძილზე აუმჯობესებს კლინიკურ გამოსავალს მექანიკურ აქსიალური უწყვეტი ნაკადის ტუმბოსთან შედარებით.

რანდომიზებულ კვლევაში გულის პროგრესირებადი უკმარისობის მქონე პაციენტებში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს  ცენტრიდანული ნაკადის ტუმბოსა და აქსიალური ნაკადის ტუმბოს ეფექტურობა.

366 პაციენტიდან 190  იყო ცენტრიდანული ნაკადის ტუმბოს ჯგუფში, 176 - აქსიალური ნაკადის  ტუმბოს ჯგუფში.

ტუმბოს ფუნქციის მოშლის გამო განმეორებითი ოპერაციის საჭიროება, აქსიალური ტუმბოს ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხშირი იყო ცენტრიდანული ნაკადის ტუმბოს ჯგუფში. სიკვდილიანობის სიხშირე და მძიმე ინსულტის განვითარების რისკი მსგავსი იყო ორივე ჯგუფში, თუმცა, ამ უკანასკნელის განვითარების საერთო მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო ცენტრიდანული ნაკადის ჯგუფში.

ამდენად, გულის პროგრესირებადი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ინსულტის განვითარებისა და ტუმბოს დისფუნქციის გამო განმეორებითი ოპერაციის საჭიროების თვალსაზრისით, უკეთესი შედეგი აჩვენა სრულად მაგნიტურ-ლიფტირებულმა ცენტრიდანული დინების ტუმბომ, მექანიკურ-აქსიალური დინების ტუმბოსთან შედარებით.

bottom of page