top of page
FDA-მ პირველად დაამტკიცა მკურნალობა ცუდი პროგნოზის მქონე მწვავე მიელოიდური ლეიკემიისთვის

ამერიკის სურსათისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა Vyxeos ზრდასრულ პაციენტებში მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) ორი ტიპის: ახლად-დიაგნოსტირებული მკურნალობასთან ასოცირებული მწვავე მიელოიდური ლეიკემის (t-AML) ან მიელოდისპლაზიურ ცვლილებებთან ასოცირებული მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML-MRC) სამკურნალოდ.

მწვავე მიელოიდური ლეიკემია ძვლის ტვინში წარმოქმნილი სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა. FDA-ს მიერ დამტკიცებული Vyxeos, რომელიც  მოწოდებულია მაღალი რისკის მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (ხასიათდება ქიმიოთერაპიის მიმართ მდგრადობით  და კონსოლიდაციური ქიმიოთერაპიის შემდგომ ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობით)  პაციენტებისთვის, ორი ქიმიოთერაპიული წამლის (დაუნორუბიცინის და ციტარაბინის) კომბინაციაა. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა Vyxeos-თი მკურნალობის შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე  დაუნორუბიცინითა და ციტარაბინით ჩატარებული მონოთერაპიისას (შესაბამისად, 9.56 თვე და 5.95 თვე).

bottom of page