top of page
დესმოპლასტური მელანომის მკურნალობა ანტი PD-1 თერაპიით

დესმოპლასტური მელანომა მელანომის იშვიათ ქვეტიპს მიეკუთვნება, შეიცავს მკვრივ ფიბროზულ სტრომას და გამოირჩევა ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტობით. დესმოპლასტური მელანომის განვითარება მჭიდროდ ასოცირდება ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეულ დნმ-ის დაზიანებასთან.

PD-L1 ან PD-1 ანტისხეულის მკურნალობის ფონზე, სიმსივნეზე ობიექტური პასუხი განვითარდა 42 პაციენტში (70%) და სრული პასუხი დაფიქსირდა 19 პაციენტში ( 32%).

19 დესმოპლასტური მელანომის და 13 არადესმოპლასტური მელანომის იმუნიჰისტოქიმიური  კვლევით აღმოჩნდა რომ დესმოპლასტური მელანომის შემთხვევაში სიმსივნის პარენქიმაში მაღალი იყო PD-L1 პოზიტიური უჯრედების რაოდენობა (P = 0.04);  ეს PD-L1 პოზიტიური უჯრედები ასოცირდებოდა სიმსივნის ინვაზიურ კიდეში CD8 უჯრედების მაღალ შემცველობასთან და PD-L1-ის გაზრდილ ექსპრესიასთან. შესაძლებელია რომ PD-L1 პოზიტიური უჯრედების არსებობამ განაპირობა იმუნოთერაპიული აგენტების ეფექტურობა დესმოპლასტური მელანომის მქონე პაციენტებში.

bottom of page