top of page

მარცხენა ძირითადი კორონარული არტერიის დაავადების (LMCAD) დროს პერკუტანეული კორონარული ინტერვენციის (PCI) და აორტო-კორონალური შუნტირების (კორონარულ-არტერიული ბაიპას-გრაფტის (CABG)) შემდეგ პირველად აღმოცენებული წინაგულთა ფიბრილაცია

მარცხენა ძირითადი კორონარული არტერიის დაავადების (LMCAD) დროს პერკუტანეული კორონარული ინტერვენციისა (PCI) და აორტო-კორონალური შუნტირების (CABG) შემდეგ პირველად აღმოცენებული წინაგულთა ფიბრილაციის შესახებ (NOAF), მისი გავრცელების სიხშირესა და პროგნოსტიულ ეფექტზე მწირი ინფორმაცია არსებობს.

 კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში - Journal of the American College of Cardiology (JACC), მიზნად ისახავდა პირველად აღმოცენებული წინაგულთა ფიბრილაციის გამოვლენას PCI და CABG პროცედურების შემდეგ და მათ გავლენას კარდიოვასკულური დაავადების 3 წლიან გამოსავალზე.

1812 პაციენტიდან, 162 (8,9%) შემთხვევაში NOAF აღმოცენდა რევასკულარიზაციის შემდგომ პერიოდში,  საშუალოდ 2,7+-2,5 დღეში. CABG მკურნალობის შემდეგ 893-დან 161 (18%) პაციენტთან და პერკუტანეული კორონარული ინტერვენციის 919 შეთხვევიდან 1-ში (0,1%). NOAF განვითარების დამოუკიდებელი პრედიქტორი პაციენტებში, მიმდინარე CABG დროს, იყო: ხანდაზმული ასაკი, სხეულის მასის მაღალი ინდექსი და შემცირებული მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია. NOAF-ის არმქონე პაციენტები მნიშვნელოვნად მეტხანს ყოვნდებოდნენ კლინიკაში და უმრავლეს შემთხვევაში ბინაზე გაწერისას საჭიროებდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას. ასევე, 30 დღის განმავლობაში ჰქონდათ თრომბოზის განვითარების, მიოკარდიუმის ინფარქტის და/ან მეორადი სისხლდენის განვითარების მაღალი მაჩვენებელი. მულტივარიაბელურმა ანალიზმა აჩვენა, რომ CABG-ის შემდგომ NOAF-ის გამოვლენა  3 წლის განმავლობაში ინსულტის განვითარების დამოუკიდებელ პრედიქტორს წარმოადგენს.

 LMCAD-ის მქონე პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ რევასკულარიზაცია  EXCEL კვლევის ფარგლებში, NOAF წარმოადგენდა ჩვეულ მოვლენას CABG მკურნალობის პერიოდში და უკიდურესად იშვიათს - PCI შემთხვევაში. NOAF განვითარება CABG ნამკურნალებ პაციენტებში მტკიცედ იყო დაკავშირებული ინსულტთან და შემდგომში სიკვდილის დადგომასთან.

bottom of page