top of page

საჭიროა  თუ არა დამატებითი არაინვაზიური კვლევა კლინიკურ შეფასებასთან ერთად გულმკერდის ტკივილის მქონე პაციენტებში

გულმკერდის ტკივილის მქონე პაციენტთა დიაგნოსტირებისთვის კლინიკურ შეფასებასთან ერთად, დამატებით არაინვაზიური ტესტების გამოყენების უპირატესობა დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მკვლევრებმა შეადარეს პაციენტთა მხოლოდ კლინიკური შეფასების და ამ უკანასკნელისა და არაინვაზიური ტესტირების (კორონარული კომპიუტერული ანგიოგრაფია [CCTA] ან სტრეს-ტესტი) კომბინაციის შედეგები.

რანდომიზებული კვლევა ჩაუტარდა გულმკერდის არეში ტკვივილის მქონე 1000 პაციენტს, აშშ-ს 9 კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მიოკარდიუმის ინფარქტის/იშემიის  გამოსარიცხად გამოიყენეს ზემოთ აღნიშნული მეთოდები.

კვლევის შედეგების საფუძველზე მკვლევრებმა  დაადგინეს, რომ კლინიკურ შეფასებასთან ერთად, დამატებით არაინვაზიური კვლევის ჩატარება ახანგრძლივებს პაციენტის კლინიკაში  ყოფნის დროს, ზრდის შემდგომში ჩატარებული ტესტების რაოდენობას და მიღებულ დასხივებას. ამასთანავე, დამატებით გაწეული ხარჯები არ იწვევს კლინიკური გამოსავლის გაუმჯობესებას.

bottom of page